თემურ მღებრიშვილი - იმ ადამიანთა ოჯახის წევრებმა, რომლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, გამოთქვეს სტიქიის ეპიცენტრის ნახვის სურვილი, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავუკმაყოფილოთ 
თემურ მღებრიშვილი - იმ ადამიანთა ოჯახის წევრებმა, რომლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, გამოთქვეს სტიქიის ეპიცენტრის ნახვის სურვილი, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავუკმაყოფილოთ 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შეხვდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მღებრიშვილის განცხადებით, მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და აღნიშნა, რომ სურვილს დაუკმაყოფილებენ.

„მოვახსენეთ მიმდინარე პროცესების შესახებ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში. მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი. ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თავად ნახონ, რა მძიმე სიტუაციაა. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.