თემურ ჭყონია - ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, სახელმწიფო ვერ მოუვლის
ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საკითხები მეგობრული იყო, კარგი, კონსტრუქციული. კარგი ურთიერთობა იყო ძალიან. ჩემდა გასაკვირად, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სხვათა შორის, სერიოზულად. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას თავის თავზე, რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი.
ვფიქრობ, ბიზნესმა თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ, უნდა ვისაუბროთ, ერთობლივად, რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსათვის, თორე ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.