თემქის დასახლებაში გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 62 წლის ქალი გაძარცვეს და მოკლეს
თემქის დასახლებაში გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 62 წლის ქალი გაძარცვეს და მოკლეს.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. მათი ინფორმაციით, სახლიდან თანხაა წაღებული.
ერთ-ერთი ახლობლის ინფორმაციით, სახლში ხანძარი გააჩინეს, სამაშველო სამსახურს კი, სახლში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლეს კარი გასაღებით დახვდა დაკეტილი და თავად გააღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალმა კარი ნაცნობებს გაუღო, რომლებმაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სათადარიგო გასაღებიც წაიღეს და კარი გარედან დაკეტეს.
„ის უცხოს კარს არ გაუღებდა. მოკლეს რადგან დამნაშავეებს იცნობდა“, – ამბობს გარდაცვლილის და.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.