თბილისში, თემქაზე ორი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ორივე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.