თემქაზე მშენებლობაზე ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექციაც სწავლობს
თემქაზე მშენებლობაზე ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექციაც სწავლობს

თემქაზე მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექციაც სწავლობს

თბილისში, თემქაზე მშენებარე ობიექტზე მომხდარ ფაქტს შრომის ინსპექციაც სწავლობს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და პერიმეტრი დაათვალიერეს თუმცა, მათი განმარტებით, არასაკმარისი ხილვადობის გამო, პერიმეტრის კარგად დათვალიერება დღეს ვერ მოხერხდა. ვითარების ადგილზე შესწავლა ხვალ გაგრძელება.

„სრულყოფილად ადგილის დათვალიერება დღეს ვერ მოხერხდა. ზოგადი სურათი კი გვაქვს მომხდარის, მაგრამ ამას სჭირდება დეტალური დათვალიერება. კომპანის წარმომადგენლებთან ჯერ არ მომხდარა გასაუბრება.

პირველადი ინფორმაციით ვიცით, რომ გარდაცვლილი ადამიანი იქ მუშაობდა. პერიმეტრის დათვალიერება მოხდა ღამე, არ ჩანდა არაფერი, დღისით ვნახავთ და შემდეგ გაირკვევა იყო თუ არა დარღვეული შრომის უსაფრთხოების წესები. დასადგენია, ჩაფხუტი ეფარა თუ არა გარდაცვლილს, რადგან სიმაღლიდან ვარდნა მოხდა. დღეს მხოლოდ ობიექტის დაცვის თანამშრომლებს გავესაუბრეთ. ხვალ დავათვალიერებთ პერიმეტრს და ვნახავთ, იყო თუ არა რაიმე დარღვევა”,- განაცხადა შრომის ინსპექტორმა ზურაბ ბიძიშვილმა.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლები დღეს თემქაზე იმ კლინიკაშიც იმყოფებოდნენ, სადაც 26 წლის მამაკაცს ოპერაცია უტარდებოდა. მათი განცხადებით, მათ სურდათ მიეღოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, თუმცა მისი გარდაცვალების გამო, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ექიმთან დაკავშირება დღეს ვერ შეძლეს.

თემქაზე მშენებლობიდან 26 წლის მამაკაცი დღეს გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.