თემქაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.