თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა
თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა

თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო.