თემქაზე, 149-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ აფეთქების შესახებ ინფორმაცია არასწორია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, 112-ში დაფიქსირებული გამოძახება აღმოჩნდა ფიქტიური.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ, თუმცა აფეთქების კვალს ვერ მიაკვლიეს.
იმ ადგილზე, სადაც აფეთქების შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს პირველი არხის გადაღები ჯგუფიც იმყოფებოდა.
პირად საუბრებში ადგილობრივები ასახელებენ რამდენიმე ვერსიას, რასაც შეიძლება ძლიერი ხმა გამოეწვია.
ერთ-ერთი ვერსიით, ხმაური, რომელიც ადგილობრივებმა გაიგეს, ფოიერვერკით იყო გამოწვეული.
კიდევ ერთი ვერსიით, მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობდა და შესაძლოა, ხმაური ამ პროცესს უკავშირდებოდა.