თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძა - თუ სოსო გოგაშვილი არ გამოვა გარეთ, მაშინ მე თვითონ მივალ მის სახლში
თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძა - თუ სოსო გოგაშვილი არ გამოვა გარეთ, მაშინ მე თვითონ მივალ მის სახლში

თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძა ანზორ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ანზორ მაჩალიკაშვილმა, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე აქციაზე  – „მამები სიმართლისთვის“ განაცხადა.

მისი თქმით, თემირნალ მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გადის.

„ერთი წელი გავიდა მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან. არ ვიცი ვინ არის გოგაშვილი, მაგრამ ჩემთვის ის ქათამია. თუ ის ახლა არ გამოვა გარეთ, მაშინ მე მის სახლში მივალ, მე თვითონ მივალ მაგის სახლში“, – განაცხადა მაჩალიკაშვილის ბიძამ აქციაზე.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია – „მამები სიმართლისთვის“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებასთან“ მსვლელობით მივიდნენ.