„ტელესკოლა“ ერთი წლისაა. საგანმანათლებლო ტელეარხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
არხის ეთერი მოიცავს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებს. გარდა სასკოლო პროგრამისა, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო და შემეცნებით კლასგარეშე გაკვეთილებსა და დოკუმენტურ ფილმებს.
„ტელესკოლის“ ეთერი ეთმობა გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე ჟესტური ენის გაკვეთილებს.
„ტელესკოლამ“, რომელიც განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, 2020 წლის 30 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.