ტელეკომპანია „სიენენმა“ ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა
ტელეკომპანია „სიენენმა“ ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა

ამერიკულმა ტელეკომპანია „სიენენმა“ ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთწუთიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, „სიენენის“ ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.

სააგენტოს ცნობით, ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა – „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც „სიენენის“ ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.

„CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.