ტელეკომპანია „იმედში“ მისულ მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან. ტელეკომპანიაში მისულ „ქართული ოცნების“ წევრს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ.
მათ უმრავლესობის წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მდინარაძეს დაუპირისპირდნენ. აქტივისტები სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსი ხარ“, „მონა ხარ“.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.