ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები ხელფასებსა და კომპენსაციას ითხოვენ
ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები ხელფასებისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ. გამაფრთხილებელი აქცია თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, ტელეკომპანიის შენობასთან გამართეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში დამსაქმებელი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. ჩვენ ვერანაირი პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ. მზად ვიყავით, გვემუშავა, ოღონდ ტელევიზია არ დახურულიყო. გვინდოდა, გვცოდნოდა, როდის მოგვარდებოდა ფინანსური პრობლემები, თუმცა მენეჯმენტი ამაზე არ დაგვთანხმდა“, – აღნიშნა აქციის მონაწილე თორნიკე ხურციძემ.
ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.