ტელეკომპანია „იბერიამ“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციაში გადაიყვანეს.
„შეტევა „ომეგასა“ და „იბერიას“ თანამშრომლებზე – რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ „ომეგა ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც „იბერია-ომეგას“ საქმეში ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში წაიყვანეს. საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თოლორდავა დაიჭრა, მას იარაღი გაუვარდა, საბედნიეროდ, გადარჩა. თოლორდავა ახლაც „ომეგას“ თანამშრომელია. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ პოლიციაში მისი გადაყვანა, ჩვენი ღრმა რწმენით, უკავშირდება „ომეგა-იბერიას“ თანამშრომლებზე რეპრესიების დაწყებას. ვთვლით, რომ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რამე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებაში.