ჟურნალისტების ნაწილმა ტელეარხი „ბელარუს 1“ დატოვა
ჟურნალისტების ნაწილმა ტელეარხი „ბელარუს 1“ დატოვა

ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი „ბელარუს 1“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა, მათ შორისაა გადაცემა „არსენალის“ წამყვანი ვლადიმირ ბურკო. ამის შესახებ ბურკომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

განცხადებაში ბურკო წერს, რომ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ იფიქრებდა, რომ სამხედროები და ტექნიკა შესაძლოა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.

აქვე ტელეწამყვანმა სამხედროებს მიმართა და მოუწოდა, „გონს მოეგონ, სანამ გვიან არ არის“ და მიიღონ „სწორი გადაწყვეტილება“ .

მანამდე, ტელეარხი დატოვეს წამყვანებმა ევგენი პერლინმა და ოლგა ბელმაჩმა.