ტელეგრამარხი „ნექსტა“ ავრცელებს ერთ-ერთ ქარხანაში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის ვიდეოკადრებს, სადაც ისმის შეძახილები „წადი“, „წადი“
ტელეგრამარხი „ნექსტა“ მინსკში, ბორბლოვანი გამწვეების ქარხანაში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ჩანაწერში ჩანს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა ქარხნის მუშები სკანდირებენ „წადი!“.
კიდევ ერთ ჩანაწერში კი ლუკაშენკო ამბობს, რომ მუშები ყოველთვის უწერდნენ მხარს პრეზიდენტს, რაზეც ქარხნის თანამშრომლები ყვირიან „არას“.
პაუზის შემდეგ ლუკაშენკო ამბობს, რომ „ცხოვრებაში ყველაზე საშინელება ღალატია“.