„ტელეგრაფის“ ცნობით, სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანის არმიის მობილიზება ხდება
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანის არმიის მობილიზება ხდება. გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მანქანებზე „ომის ნიშნებს“ ხატავენ, რაც უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის არმიის მოქმედების მსგავსია.
„ტელეგრაფის“ ცნობით, „საინფორმაციო მდგრადობის ცენტრის“ (CIR) მიერ გაზიარებული სადაზვერვო მასალა, როგორც ჩანს, ადასტურებს სომხურ განცხადებებს, რომ აზერბაიჯანი ომისთვის ემზადება.
აზერბაიჯანის ბაზებზე ინტენსიური აქტივობის პარალელურად, „საინფორმაციო მდგრადობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ასევე შეინიშნება ფრენების ზრდა აზერბაიჯანსა და ისრაელის სამხედრო აეროდრომს შორის.
აზერბაიჯანული სამხედრო სიმბოლოები არის შებრუნებული „A“, სტილიზებული „F“ და ძირითადად დახატულია არმიის ქვეითთა სატვირთო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებზე.