„ტელეგრაფი“ - კორონავირუსის ანტისხეულების სწრაფმა ტესტმა დიდ ბრიტანეთში პირველი ცდები წარმატებით გაიარა
„ტელეგრაფი“ - კორონავირუსის ანტისხეულების სწრაფმა ტესტმა დიდ ბრიტანეთში პირველი ცდები წარმატებით გაიარა

კორონავირუსის ანტისხეულების სწრაფმა ტესტმა დიდ ბრიტანეთში პირველი ცდები წარმატებით გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა ტესტმა 98,6 პროცენტის სიზუსტე აჩვენა გასულ თვეში ჩატარებული კლინიკური ცდების დროს.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ ამჟამად დიდი ბრიტანეთის მთავრობა მილიონობით უფასო ტექსტის გავრცელების გეგმაზე მუშაობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და წამყვანი ბრიტანული დიაგნოსტიკური კომპანიების მიერ შემუშავებული ტესტი სახლში გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული და 20 წუთში ადგენს, ყოფილა თუ არა ადამიანი ოდესმე ინფიცირებული კორონავირუსით.

მინისტრთა კაბინეტში იმედოვნებენ, რომ სწრაფი ტესტი მასობრივად ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება.