ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, რომ დიდ ბრიტანეთში ექიმებმა მიიღეს რეკომენდაცია ჟანგბადი დაზოგონ.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ექიმებს, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, რაციონალურად გაანაწილოს ჟანგბადი, რათა საავადმყოფოებში დეფიციტი არ შეიქმნას.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, შესაბამისი დირექტივა ექიმებმა საიდუმლოდ მიიღეს. ახალ წესებში ნათქვამია, რომ ექიმებმა სატურაციის დონე პირველ ეტაპზე 92-96%-მდე უნდა შეამცირონ. თუმცა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შესაძლოა, სატურაციის დონე 90-94%-მდეც კი შეამცირონ, თუ ამის საშუალება არსებობს.“
როგორც ცნობილია, დაბალი სატურაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანოს გათიშვა ან ტვინის დაზიანება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟანგბადის მარაგი ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ამოიწურა და საავადმყოფოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 121 ათასი ადამიანი.