„ტელეგრაფი“ - დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის, ქვეყნების სია კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი
დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის. როგორც გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, ქვეყნების სრული სია ხუთშაბათს ან პარასკევს გამოქვეყნდება.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, საზღვრები გაიხსნება ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისთვის, ტაილანდისთვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის.
6 ივლისიდან ამ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინი გარეშე შევლენ.
გამოცემის თანახმად, 75 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა საქართველო უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნების სიაში.