კახეთის რეგიონის სოციალურმა მუშაკებმა თელავის თეატრის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, კადრების სიმცირის გამო, არ აქვთ ნორმირებული სამუშაო გრაფიკი.
„არ გვაქვს გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ანაზღაურება, ხშირად გადაადგილებისთვის ტრანსპორტის ხარჯების გაღება საკუთარი ჯიბიდან გვიხდება”,- განაცხადა ერთ- ერთმა სოციალურმა მუშაკმა.
აქციის მონაწილეები ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების პირობების შექმნას ითხოვენ.
აქციას კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეუერთდა.