თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ გაიხსნა. სასტუმროს პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.
სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მილიონი ლარს შეადგენს, სასტუმროში 65 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო 85 ნომრიანია.
სასტუმროს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.
„აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართვლოში“ მხარდაჭერით 2014 წლიდან დღემდე 530-ზე მეტი საწარმო და სხვადასხვა ობიექტი გავხსენით და დავუჭირეთ მხარი. მათ შორის 114 სასტუმრო, თელავის სასტუმრო 114-ე სასტუმროა, რომელიც აშენდა და გაეშვა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამ პროექტით სულ 18 000- მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.