თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრამდე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება იყო. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი ინციდენტი გახდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამივე მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და კრიმინალური პილიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.