თელავში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. თავისუფლების მოედანზე, თელავის თეატრის წინ სცენის მონტაჟი დილიდან მიმდინარეობს.
გალაკონცერტში, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები მაია ბარათაშვილი და მარიკო ებრალიძე მიიღებენ მონაწილეობას.
„წელს საშუალება მოგვეცა, სცენა თეატრის წინ დაგვემონტაჟებინა, რადგან თელავის თეატრის გარე ფასადის რეკონსტრუქცია დასრულებულია. მოსახლეობას 21:00 საათზე ვიწვევთ არაჩვეულებრივ კონცერტზე, რომელსაც ღამის 00:00 საათზე საზეიმო ფოერვერკი დაასრულებს“, – განუცხადა პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
თელავს მერიამ საახალწლო განათებისა და ღონისძიებებისთვის წელს ბიუჯეტიდან 33 500 ლარი გამოყო.