თელავში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მეათე კლასის მოსწავლეს დაეჯახა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე „გოლფის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მეათე კლასის მოსწავლეს დაეჯახა.
ავარია მაშინ შეეჯახა, როდესაც 14 წლის ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა. მოზარდი სხვადასხვა სახის დაზიანებით სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტს სათანადო სამედიცინო კვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მძღოლი არ მიმალულა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით მიდმინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.