თელავში, გოშაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.