თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა
მკვლელობა მოხდა თელავში. ჭონქაძის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა. მეზობლების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და ახალი დაბრუნებული იყო.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.