თელავში მამაკაცი ბაბუის დაჭრისა და ბებიის ცემის ბრალდებით დააკავეს
თელავში მამაკაცი ბაბუის დაჭრისა და ბებიის ცემის ბრალდებით დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა.

გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.