თელავში, კომპანია „თელავგაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
თელავში, კომპანია „თელავგაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების კომპანიის მიერ იანვარში დარიცხული გადასახადის რაოდენობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადი გასულ თვეებთან შედარებით გაორმაგებულია.
„ზუსტად ვიცი, ბუნებრივი აირის რა რაოდენობას მოიხმარს ჩემი ოჯახი. დეკემბერსა და იანვრის თვეში იგივე რაოდენობა მოვიხმარეთ, მაგრამ რატომღაც ახლა მეტი გადასახადი მომივიდა, როგორ შეიძლება ორმაგი და სამმაგი გადავიხადო“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დალი კირვალიძე.
აქციის მონაწილეები დარიცხული ზედმეტი დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ. ამ დრომდე კომპანია “თელავგაზის” ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებიათ.