თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლესთან აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილების თქმით, მეფე ერეკლე საამაყოა და ისტორიის დამახინჯება არის ეროვნული დანაშაული.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს „რესპუბლიკური“ პარტიის დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.
თელავში გამართულ აქციას სხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.