თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ თელავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ და ადგილიდან მოშორებით ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ, რაც მათი თქმით, მიუღებელია.

ირმა გვენეტაძე აცხადებს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მერია უთითებს, ხალხი არ დადის.

„ჩვენ შვილები გვყავს, ორი კაპიკი რომ ვიშოვოთ და სახლში პური მივიტანოთ, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან ბერძენაშვილმა განაცხადა, რომ მერიის მიერ გარემოვაჭრეობის შესახებ მიღებულია დადგენილება და შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე აკრძალვას კანონის ფარგლებში ახორციელებს.