თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ორი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.