თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სისწრაფით მომავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.