თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე მდებარე მაღაზიას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მიმდინარეობს გამოძიება.