თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოპედისა და ჯიპის ტიპის ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანა.
მორიგე ექიმის თქმით, დაშავებულს აღენიშნება ფეხის წვივის დაზიანება, ასევე ჭრილობა თავის არეში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.