თელავში ავტომობილი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის შენობის ფანჯარას დაეჯახა
თელავში ავარია მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის შენობას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც მძღოლმა განმარტა, მანქანის მართვისას ავტომობილის მუხრუჭი და გაზი ერთმანეთში აერია, სავალი გზიდან გადავარდა და შენობის ფანჯარას დაეჯახა.