თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
წინასწარი ვერსიით, ავტომანქანის აალება გაუმართავმა გაზგაყვანილობის სისტემამ გამოიწვია.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.