თელავში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
„ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი 69 წლის მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.