თელავი-ახმეტის საავტომობილო გზაზე, სოფელ ყარაჯალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს „ოპელის” და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად „ოპელის“ მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი, დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.