თელავში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
თელავში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

თელავში ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ერთმანეთს მსუბუქი და ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სადისტრიბუციო ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფები დაშავდნენ. ორივე დაშავებული ავტომანქანიდან მაშველბმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გამოიყვანეს.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.