მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. თელავი ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანა საპირისპირო მხარეს სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.