თელავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თელავში, აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე, „ტოიოტას“ და „ინფინიტის“ მარკის ავტომობილები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახნენ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შეჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.