თელავში 63 წლის მამაკაცი მოკლეს
თელავში 63 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის ალექსანდრე პაპუნაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას ბასრი საგნით ყელის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, თანასოფლელის მკვლელობისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი სწორედ მის მიერ წლების წინ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება.

პირველ არხს შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით შურისძიების მოტივის არსებობა დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.