„თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - მიქაძე გუნდში თავისი სტაფით მივიდა #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი 41 წლის გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში. ახალგაზრდულ ასაკში სტაჟირებას ამსტერდამის „აიაქსში“ გადიოდა, თამაშობდა თბილისის „დინამოში“, „ლოკომოტივში”, „ზესტაფონში“ და კიდევ არაერთ ქართულ კლუბში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და წარმატებით მუშაობდა – „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, „სამტრედიაში“.
გუნდის პრესსამსახურის ცნობით, სამწვრთნელო შტაბში სხვა სიახლეებიცაა – ბესიკ აბულაძე, ვინც „თელავს“ რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო მეორე ასისტენტად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეებს 44 წლის ლევან აბაშიძე გაწვრთნის, რომელსაც „დინამო თბილისის“ აკადემიაში უმუშავია.