ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი მიქაძე დაასახელა #1TVSPORT
ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი მიქაძე დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის „იბერიის“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი მიქაძე დაასახელა.

პირველი წრე მიქაძის გაწვრთნილმა „იბერიამ“ შესანიშნავად ჩაატარა და პირველ ადგილზე დაასრულა. გუნდმა 9 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. ჯამში თბილისელებმა 22 ქულა დააგროვეს – ბურთების შეფარდებით 19:11-თან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე თბილისის „იბერიიდან“ მოხვდა.