საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ბავშვთა ფეხბურთს ყველგან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ბავშვთა ფეხბურთს ყველგან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ ზოგიერთი ევროპული გრანდის საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა, სადაც 16-17 წლის ტალანტები დააწინაურეს. ამ კონტექსტში თბილისური გუნდის დამრიგებელმა საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებიც ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი ახალი თაობა გამოჩნდება.

„ჩვენი კლუბი თავიდან ბოლომდე აკადემიის აღზრდილებზეა დამოკიდებული და მადლობა ღმერთს, გვაქვს იმის საშუალება, გუნდში მუდმივად შემოდიოდეს ახალი თაობა. სეროზულად ვმუშაობთ და ვიღებთ შედეგებს.

ნელ-ნელა კლუბებში წამოვიდნენ ახალი მოთამაშეები. „ლოკომოტივში“ სერიოზული აკადემიაა, კიდევ არის რამდენიმე აკადემია. ბავშვთა ფეხბურთი საკმაოდ კარგად ვითარდება. ახლა მხოლოდ „დინამო“ და „იბერია“ არ მუშაობენ. უკვე ბავშვთა ფეხბურთს ყველგან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.

ეროვნულ ლიგაში „იბერიის“ წარმატებული თამაში შემთხვევითი არაა, კარგად მოვემზადეთ, შემადგენლობა დავაბალანსეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვენდეთ.

გვინდა, ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ, „იბერია“ ასაკობრივი ნაკრებებისთვის ნიჭიერი მოთამაშეების მიმწოდებელი იყოს და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის პატარა აგური დავდოთ. გამოცდილებისა და ახალი თაობის კარგი სინთეზი გვაქვს და იმედი მაქვს, ეს შედეგს მოგვიტანს“, – ამბობს გიორგი მიქაძე.