საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ტესტ-მატჩი გამართა – გიორგი მიქაძე მესამელიგელ „თბილისი სითის“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ „თელავში“ ბრაზილიელი ნათან ჟუნიორი დაიმატეს, რომელიც ბოლოს „სამტერდიაში“ თამაშობდა – მან დუბლით გამოიჩინა თავი, ისევე როგორც ლაშა კოხრეიძემ, თითო-თითო გოლი ცოტნე კაპანაძემ და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს.
„თელავმა“, ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა შეკრებაზე თბილისში სომხეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსან „არარატ-არმენიასთან“ დიღმის ოლიმპიურ ცენტრში იმედა აშორტიას გოლით მოიგო – 1:0.
„თელავი“ ეროვნული ლიგის გათამაშების განახლების შემდეგ პირველ შეხვედრას 9 აგვისტოს გამართავს.