„ტორპედომ“ მოიგო და „სამგურალს“ მიუახლოვდა #1TVSPORT
„ტორპედომ“ მოიგო და „სამგურალს“ მიუახლოვდა #1TVSPORT

ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა – ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 1:0.

„ტორპედომ“ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა – 25-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ ბურთი ბრძოლაში მოიპოვა და გადაცემას აკეთებდა, ბურთი კი სტრაჰინია პავიშიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქუთაისის „ტორპედომ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, 32 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალთან“ (51) სხვაობა შეამცირა.

„თელავი“ კი 34 ქულით მე-7 ადგილზეა და მინიმუმ შემდეგ ტურამდე ბოლნისის „სიონი“ (30) ვერ დაეწევა, მაგრამ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია.