თელავის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, ხმაური და დაპირისპირება იყო
თელავის საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მანამდე დეპუტატები სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ბადურ რევაზიშვილი საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა, რასაც კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.