თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის დასი პრემიერისთვის ემზადება. ორ ათეულ წელზე მეტია, რეგიონულ თეატრში სპექტაკლი არც ერთ უცხოელ რეჟისორს არ დაუდგამს.
შექსპირის პიესის „მეთორმეტე ღამე“ დამდგმელი რეჟისორია ბელარუსი მიხეილ ლაშიცკი.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი მუსიკალურად თავად მსახიობების ცოცხლად შესრულებული სიმღერებით არის გაფორმებული. თელავის თეატრსა და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ” თეატრალნი კუფარს “-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მეორე დღეა სპექტაკლის რეპეტიციას საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი ეკატერინა სალადუხა ესწრება.
სპექტაკლის პრემიერა 23 მაისს გაიმართება. მომავალი წლის გაზაფხულზე ფესტივალის ფარგლებში თელავის თეატრი ამ სპექტაკლით ბელარუსს ესტუმრება.